პოეზია · ლირიკა
* * * ებრძვი ტკივილს, გრიგალებს
ებრძვი ტკივილს, გრიგალებს,დარდი წვეთავს შხამად.ბედი როდის გიგანებს,რას გაიგებ ამას.ვის სჭირდება გმირობა,ვინ გიფასებს ლოდინს.გულში ძველი ჭრილობაპირს შეიკრავს როდის?!რჩება მაინც უცვლელი,ბევრ რამეზე დარდობ:აღარც ლექსი გულწრფელი,არც კაცები სანდო...ბედი როდის გიგანებს,რას გაიგებ ამას.ებრძვი ტკივილს, გრიგალებს,დარდი წვეთავს შხამად.