პოეზია · ლირიკა
* * * (წრე და მართკუთხედი)
ბავშვობისას მხოლოდ ამ ორ ფიგურაში ვარსებობდი:გარეთ - საბავშვო ბაღის მრგვალი ეზოდა შინ - მაღალფანჯრება ლოჯის მართკუთხედი.სხვა ყველაფერი კი უკუნი გვირაბივით იყო...ლოჯში რომ შევდიოდი,ათასი უჯრა იხსნებოდა ერთდროულად:წამლების, თეთრეულის, სამკაულის, ბეჭდიანი ფურცლების...და ამორბოდნენ იქიდან ჭინკა სუნები.ხოლო დილით, ბაღის სიმრგვალეშიისევ მარადმწვანე ბუჩქების მორევი ქაფდებოდადა სასრიალოდან კივილით ეშვებოდნენბავშვებს შერეული ანგელოზები...