პოეზია · ლირიკა
* * * სამზარეულოს იატაკზე რომ
სამზარეულოს იატაკზე რომსათამაშო მატარებელი დაღოღავდა,ახლა მოსაკლავად დამდევს.უმემანქანეო, უმგზავრებო, უკაციშვილო -ლიანდაგს ასცდა,აღარ უყურებს ინსტრუქციასდა მიმართულების ღილაკებს.რას ემსგავსები, თამაშო?რაღაც რკალები და ხვეულებინამდვილსიტყვება წერილებად მექცნენ,თოჯინების ცივი ნესტოები -შვილების მსუნთქავ ცხვირებად.რა ვუყო ასეთ სიცოცხლეს?..