↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ალბათ ლიანდაგში, პირდაპირ რკინაში თუა ჩათესილი

სარიშვილი მაია

2010-08-121 წთ საკითხავი1454 ნახვა

—
ალბათ ლიანდაგში, პირდაპირ რკინაში თუა ჩათესილიჩემთვის გამოგზავნილი წერილი...სად ამოიზრდება?ყოველ ათ მილიმეტრში თვალებს ვტოვებ,ვეძებ და არსად არაა ნიშანი...ვინ შემსუბუქდება ჩემი სიყვარულით?მგზავრები არ მიცნობენ.არ ყრიან ფანჯრებიდან ზედმეტ ნივთებს,რომ ასე მძიმე ვაგონებით გასრესისგანმაინც იხსნანჩემი წერილი დაკარგული...პატარა ბიჭმაწინა სადგურზე ბუშტიც კი იყიდა -უცნობი დედაბრის ნაფილტვარი ჰაერითა დაგრძელი სამფა ძაფით.მატარებელი კი უფრო მძიმდება.ამიტომ უნდა წამოსულიყვნენქალები უქუსლო ფეხსაცმელებითდა კაცები - უღილო კოსტუმებით.სულ ვფიქრობ:შეიძლება ამათი ბრალიცაა,რომ დავდივარ და არაა ნიშანი!..

სარიშვილი მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი