↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * უთხარით ჩემს ქმარს

სარიშვილი მაია

2010-08-121 წთ საკითხავი1456 ნახვა

—
უთხარით ჩემს ქმარს,რომ ეს ფატა თავის ქალიდან ამომეზარდა,როგორც მსუყე რძე მოიდებს ხოლმე ტკიცინა ნაღებს.კვამლია ფატა.მე კი ბნელი საკვამური ვარ,ანუ ცხელი დერეფანი, რომელსაც ამყავსამ რძის ცხიმის ბურთულები -მოუსვლელში, ძალიან ზემოთ...უთხარით ჩემს ქმარს, დედაჩემის სულია ფატა -წამფრენია ნერვიულად თმებში და მქაჩავს -ეს ტკივილი კიჩარჩენილი მაქვს ხორცში, როგორც ალმასის ტყვია.უთხარით ჩემს ქმარს,რომ შაქრის ხუნდებს შემოვისევ კეფაზე ფატად,ან მის წერილებს ავიფარებ ფატის მაგიერ,როცა ისე დავბერდები და შევიცვლები,როგორც ყვავილი - მდუღარეში ამოვლებული...

სარიშვილი მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი