პოეზია · ლირიკა
აპრილის თოვლი
(ნინოს)სულ ახალგაზრდა დააბერათოვლმა აპრილი...ოდესმე მაინცხომ უნდა გითხრა,თუნდაც უსიტყვოდ ამ სიყვარულზე...შენ იღიმები,კურცხალი ბრწყინავსცრემლში ალმასი გაინამდვილებსდა ირეკლება ტყემლის ყვავილში _აპრილის ბოლოს მაინც მოთოვა...ფერადი, როგორც სიმღერები,თოვლმა დააქრო,ტყე გააფითრაფრინველების დუმილმა თოვლით,ქარმა იმძლავრა,ააქაფა თეთრი წყვდიადი,რეკავს...ტყემლები იმეორებს: ზარი და ზარი...ვიცი, ერთხელაც შენს წინაშესიმუნჯე მომკლავსდა მწუხარებით სრულქმნი საღამოს...