პოეზია · ლირიკა
ქამელეონი
სიცარიელე _სარკე არყოფნის,მე შენს წინაშე _მზარავ დემონი,Aბრწყინავდა დნება ფიფქი სარკმელზე _ქერცლი ასტრალურ ქამელეონის...განსხეულდებიდა მაგიური ფერი ღრიალებს _ბინდმა შემოსადა გააშიშვლა დრო ჩემს წინაშე _მარადიული მეტამორფოზა...ვეღარ ვიოკებ გარდაცვალების ჟინსდა სინათლე _ თოვლი გრძნეული,ცდილობს წალეკოს მთელი სამყაროეფემერული სივრცით სნეული...უსაზღვროებით დაუსაზღვრელი _იგივეობა, მუდამ ახალი _დამმუფლებია კვდომის ექსტაზი _პირველყოფილი სევდა მაღალი...ცისა და მიწის მჟღერი ნიჟარა _შრიალებს თოვლი _ მზარავ დემონიდა იფერფლება წარმავალობა _ფიფქი სარკმელზე _ ქამელეონი...