პოეზია · ლირიკა
*** "აღემატები სევდას, ბორიალს"
აღემატები სევდას, ბორიალს,მონატრებას და მელანქოლიას _თავს ვეღარაფრით ვშველი...დამუფლებია: განცდა ნეტარი,სული ჭიხვინებს _ლურჯი კენტავრი,სატკივარი მჭირს ძველი...ელვა დაფერფლავს ათასთა გულებსშენი თვალებისდა შენ უგნურებსგააცოფებ და შეშლი...მე კი ვუმღერებ: შენს ლამაზ სხეულს,სიცოცხლით თრობას _სიყვარულს წყეულს,რომ ვერ ვეხსნები დღემდი...