↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ადამის წიგნი

ნებიერიძე მურად

2026-07-181 წთ საკითხავი540 ნახვა

—
(ე.. ს)მე უშენოდ დიდხანს ვკვდებოდი...დიდხანს...ო, დიდხანს...ვერ დავიოკე გრძნობის სიმძაფრე _დაუწერელი სუფთა ფურცლებისავსეა თოვლის სითეთრითდა გარდაცვალებით...მარტოსულობის შემშლელ განცდიდანიძრა ტკივილი,ცისარტყელად ამოიზიდა _არყოფნის ზღვარზე ლივლივებენჩემი ხილვები...ვეღარ მიფარავს სულის სიშიშვლესშემორჩენილი ბავშვობიდანძველი პერანგი _შვებისმომგვრელი ვერ ვპოვე სიტყვა...მე ხომ უშენოდ დიდხანს ვკვდებოდი...დიდხანს...ო, დიდხანს...მამაკაცური ნებისყოფისთვისდამთრგუნველია შენი ღიმილი,მე ეხლა აღარც გმირი ვარდა აღარც კვირტიამ დღის შიშზე ამონაყარი _სასოწარკვეთილსუმწეობის განცდა მაძრწუნებს _განწირულების ჰიმნს ვმღერი დღესაც...მე ხომ უშენოდ დიდხანს ვკვდებოდი...დიდხანს...ო, დიდხანს...რა განმასხვავებსგამოკეტილს მდუმარებაშიბინდით დაგმანულ პანდორას ყუთთან_ნუთუ ვერაფერს ვეღარ შეცვლისმოაღწიოს თუნდაც შენამდეჩემი გულიდან შენი სახელისხმამაღალი ამოძახილი...გოდებაზეა აღმართული სიტყვის ტაძარი...მე ხომ უშენოდ დიდხანს ვკვდებოდი...დიდხანს...ო, დიდხანს...

ნებიერიძე მურად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი