პოეზია · ლირიკა
გზაჯვარედინი
შემომეფეთე...შემოდგომის ყვითელ მოსასხამსმიაფრენს ქარი...შემომეფეთე...რეტდასხმული ვთრთი და ვკანკალებ,მზით გარუჯულისრიალააეგ შენი ტანი...ოქტომბრის წვიმას მოთმინებააღარ ეყოფა,ჭირვეულობს და, სადაცაა,დაიწყებს ღრიალს...შემომეფეთე...დღეის შემდეგ როგორ ვიცხოვრო,ყვითელ ფოთლებზესიჭაბუკის ქარები ქრიან...შემომეფეთე...აღერილი მიხვალ,მილაღობ,ჩემგან გამორბის კენტავრის ლანდი...შემომეფეთე...როგორც სრულქმნა,საგალობელი,და ჩემი ნატვრის ახდენად მწამდი...გულს რა დააცხრობს,გაგლეჯილი გულიდან ჟონავსსისხლი,უსიტყვო სასოწარკვეთის...კენტავრის მზერას ვერ გაურბიდა შენ ცახცახებ,სიყვარულივით ბროლში ნაკვეთი...შემომეფეთე...დღეის შემდეგ როგორ ვიცხოვრო,ყვითელ ფოთლებზესიჭაბუკის ქარები ქრიან...ოქტომბრის წვიმას მოთმინებააღარ ეყოფა,ჭირვეულობს და,სადაცაა, დაიწყებს ღრიალს...