↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხეკორძულელის აღსარება

ოთარაშვილი ვაჟა

2026-07-181 წთ საკითხავი2030 ნახვა

—
`არ უნდა ჩანდე ოსტატზე მეტი,ბრძენი იყავ და ჩაგთვალონ შლეგად...~მე უფლის ნებით ჩუქურთმას ვკვეთდი,ხეკორძულას წყალს მასმევდა დედა...`მოეკვეთება ყველას მარჯვენა,მეფეზე მეტად ვინც იარწივებს!~მაცხოვრის კვართის გადასარჩენად,ფარისეველთა ვძლიე ქარ-წვიმებს...მადლობა ღმერთო, ჩემი მარჯვენა,ღირსი გახადე ტაძრის კედლისა...ივერთა რწმენის გადასარჩენად,ხუროთმოძღვრობა რომ დამეკისრა...დაე, მომკვეთონ მეორე მკლავიც,ოღონდ ერთობა იყოს ქართველთა...ვერც წიწამურთან ვეღარ მომკლავენთუ საქართველოს სული გამთელდა...

ოთარაშვილი ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი