პოეზია · ლირიკა
წერილი
...შენ ერთხელ წვიმამ ისე გაგლუმპა,რომ ჩამოგადნა ყელზე საყურე...იქნებ ნაპირიც ნიშნავს დაღუპვას,ფერად კენჭების ბოლო საყუდელს...მე ძველებურად წარსულზე ვდარდობ,ფიქრში გინიშნავ პაემანს ისევ...ხშირად ჩორდელთან მივდივარ მარტოდა თითო-თითო `ასიანს~ ვივსებთ...ჩაინაცრება წრფელი ვნებებიდა არ დარჩება კვალი არაფრის...წვიმას ქუჩები ისე ნებდება,რომ ვერ გებულობს ზოგჯერ ქალაქი...ახლა დღეები თითქოს შედედდადა გათანგული აგვისტო იწვის...უბრალო ლექსიც ფიქრში შედევრად,რომ მოჩანს ყველა პოეტმა იცის...აჰა, დარეკეს ცისკრის ზარებმაც,ჩამოიცვარა რძისფრად ყოველი...გაფიქრება კი ნუ დაგზარდება,მე მოუთმენლად პასუხს მოველი...