პოეზია · ლირიკა
ფლირტი
აღარ დამიბრუნდი...ქალაქს აწევს ყინვა,როგორც ვერცხლის ხუნდი...თუმცა უმიზეზოდგული დაგიკოდე,ბრაზით დადგა ზეზეშენი მკერდის კბოდე...ჩემთან თუ კი გინდა _უნდა წამოხვიდე...ბინდისფერი წინდა,ფარავს ვნების ხიდებს...გზები ამირიესშენმა უარებმა...გულზე გაიარესიაგუარებმა...ჯერ ღვინით შევავსებთასებს და ამ ჯამებს...მაგ თვალებს ვადღეგრძელებ,ასე რომ მტანჯავენ...თრთიან ენძელები,თოვლში ქვითინებენ...სადაც გაგიხარდეს,მოდი, იქ ინებე...ოღონდ შემირიგდი _დამსერე დანებით...მერე: ჰაი, გიდი!გაზაფხულს დანებდი...