↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასწაული

ოთარაშვილი ვაჟა

2026-07-181 წთ საკითხავი2035 ნახვა

—
არ გავჩენილვარ ამქვეყნად ჯერაცდა დედაჩემი კვლავ ცოცხალია...ამ სასწაულის მე თვითონ მჯერა,მე თვითონ მჯერა, წმინდა მარიამ...ჩითის კაბის ქვეშ ჯერ ისევ დედაატარებს სხეულს ავსებულს ჩემით...უკვე ვუყვარვარ, თუმცა ვერ მხედავს,თუმცა ვერ მხედავს მორცხვი და ჩუმი...რა ბედნიერი ვიყავი მაშინ,გაჩენილი რომ არ ვიყავ ჯერაც...და დედაჩემი როს იყო ბავშვი,მეც მასთან ერთად ვიყავი, მჯერა...მერე კი დედა იყო ბავშვივით,ხატივით წმინდა და უცნაური...დატოვა მშვიდად თავის ქმარ-შვილიდა კუბოს თავზე მიწის ხმაური...სანთლების შუქზე ნათდება ჯვარიდა დედაჩემი კვლავ ცოცხალია...სასწაულების ხომ დავიჯერო,ხომ დავიჯერო წმინდა მარიამ...მგონია, ჯერ არ დავბადებულვარ,დედას უბრწყინავს ლალის საყურე,კაბას ისწორებს თავისებურადდა ჩემით სავსე სხეულს დაჰყურებს...

ოთარაშვილი ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი