პოეზია · ლირიკა
სასაფლაოზე კასპში
თებერვლის ქარი საფლავებს ვარცხნის,ყოჩივარდები მზეზე თბებიან...იქ ზოლა-ზოლად ნამქერი ჩაცხრათუ დედაჩემის თეთრი თმებია?!კვირტი შეიხსნა იასამანმადა ვიცი, ყინვა ამოდ დათუთქავს...აქ ამობურცა იამ სამარეთუ დედაჩემმა ამოისუნთქა?!