პოეზია · ლირიკა
მაიმუნები ვართ
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკიდა ისევ ლურჯად შეიღებე თმა.მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომადა ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომიდა მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.მე მჯერა შენი ძუძუების ზომისდა ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომისდა მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,მაიმუნები ვართ...მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლადა დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზედა თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.მე მჯერა შენი ძუძუების ზომისდა ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომისდა მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,მაიმუნები ვართ...