↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისი

ჩარკვიანი ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4186 ნახვა

—
მთვრალო თუშებო,ცაო პირქუშო,კოშკებო! წარსულის სიზმრად იქეცით,რა დამრჩენია სახლს მივაშურო,მომწყინდა თქვენთან, ვეღარ გიცქერით.
ჭაღარა ძმაო - ალაზნის ტალღავ,შენც ხომ გაურბი მწვანე ნაპირებს,შენც მიუყვები დინებას დაბლა,და გადაქცევას ლურჯ ზღვად აპირებ.
მტვრიან პროსპექტად იქცევა ბალახი,ცხვრის ფარა - დაბნეულ გამვლელთა ჯოგად,მე მომენატრა ჩემი ქალაქი,ეი,ქუჩებო,გამარჯობა!

ჩარკვიანი ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი