↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთხელ-კი ჩვენაც ვყოფილვართ

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-131 წთ საკითხავი12782 ნახვა

—
(სიმღერა)
ერთხელ-კი ჩვენაც ვყოფილვართკაცნი და გულიც გვდებია:ღრსეულ შვილთა უთელავთსამშობლოს მინდორ-მთებია.ახლა-კი ჩვენი სიცოცხლეგულზე ცეცხლ-მოსადებია!ჰყოლია სულით მტკიცენიმშობელს გმირები,საიქიოდან მინათებსმათი ნათელი პირები;საუნჯე ჩემის გულისა,ქართველ დედათა შვილები, -მისხია ტანჯულს ოცნებას,ვით მარგალიტის ღილები.ცოცხალი მკვდრებთან ვსაუბრობ,შევტრფი შუბლ-შეკრულს შოთასა,თვალებს მარიდებს რადღაცა,მებუზღუნება ცოტასა.ვენაცვალე იმის კალამსა,მის გმირთ ხმალთ სალტე-კოტასა,სატრფოსთვის ხელსა ტარიელს,ავთანდილ-ფრიდონთ ყოფასა,ერთურთის გამტანს ჭირშია,მათ გამტკიცებულს ძმობასა.იქა ვარ, იქა, მკვდარშია,ამ ქვეყნად ვცხოვრობ ძალადა,ცოცხალი, მკვდრებში მცხოვრები,აქ არა ვღირვარ ჩალადა.დღესნამდე ამას ვიძახდი,ხვალაც ვიძახებ ამასა.მკვდრები მიშაქვრენ ცოცხლებისგულში ჩანაწვეთს შხამასა.
1896
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი