↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს თბილისს

ბერაძე რამაზ

2001-08-121 წთ საკითხავი579 ნახვა

—
ჩურჩულად მოჰყვა წლებს თბილი სიოლამაზ ლეგენდად რომ მოისმინო,სთქვა მან _ აშენდეს აქ თბილისიოდა დაეწია ხოხობს მიმინო.საუკუნეებს ჟამი ლეწავდაცოდვილთა ზრახვებს დრო მტვერს აყრიდა,ვერ დაგაჩოქეს, თუმც ბევრს ეწადა,თუმცა მრავალმა უღვთოდ გაგყიდა.შენს სიყვარულს რომ ვეღარ მალავდა,ბეჭედიაო ალმასიანი,აქ იწყებოდა ჩვენი მარაბდა,ჩვენი დიდგორი და ბასიანი.დრო აჩლუნგებდა შუბის ბუნიკებს,შურთ! შურის ციხე გედგა მძლე ფარად,აქ მზეჭაბუკი მზეს გაურიგეს,აქ აბო სინდისს გადაეფარა.არ აწუხებდა მარწუხი დროს სვლის,ხან იყო დრო ხსნის, ხან არგამოხსნის,აქ იწყებოდა სამშობლო მგოსნის,შემქმნელის დიდი `ვეფხისტყაოსნის’’.გფარავს, მეტეხთან დაღვრილი სისხლადასიათასი ქართველის სული,დრომ დაიწონა სულ მისხალ-მისხალსიკეთე, შენში დაბუდებული...აქ, ვერაგობაც სხვანაირია,მიკვირს, სიქველეს როგორ ვუთავსებთ,აქ _ წიწამურთან მოკლეს ილია,ერის ტკივილით და დარდით სავსე.ავიც და კარგიც ღვთით შეგვისვია,ხმლით ქართვლის დედა თასს ხომ გვაწვდიდა,ზეობს სიცოცხლე და თბილისიაწმინდა ბარი და წმინდა მთაწმინდა.ჩურჩულად მოჰყვა წლებს თბილი სიო,ლამაზ ლეგენდად რომ მოისმინო,ღმერთმა: აშენდეს აქ თბილისიოდა დაეწია ხოხობს მიმინო.

ბერაძე რამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი