პოეზია · ლირიკა
კვლავ ადამიანი
სულს სწყურია სივრცეებში ნავარდი დაუფსკრულისკენ ძლივს მიიკვლევს გზაწვრილს,ამაღლება თუ იწყება ჩავარდნიდან,ფრთები უკვე დავწვი.და მივქრივარ და ვეშვები უსასრულოდ,დასანარცხი არ სჩანს ძირის ძირი,მიწის იქით, მიწის მიწის მიწას ვსტუმრობღმერთისა, თან ლუციფერის შვილი.ცოდვამ, ცოდვით სანავარდოს გამარიდადა მივქრივარ მონარცისო მტილი,ამაღლება კი იწყება ჩავარდნიდან,მაგრამ უფსკრულს ვერ ვუპოვე ძირი.და მივქრივარ და ვვარდები და ვეშვები.ღმერთო, ეგებ შემაშველო ხელი,გააფთრებით, გახელებით, გავეშებითვებრძვი, ვიბრძვი, ვიბრძვი, ვებრძვი, ვკვდები.დროა ფრენის, დროა ფრენის, დროა ფრენის,დასაყრდენი ვერ ვიპოვე ფსკერი,ხორცი რაა, ხორცის იქით გადარჩენისიმედს ითრევს ქვე თუ ზედა სკნელი...ცოდვამ ცრემლით ამამხედა სამარიდანჯურღმულისკენ მივუყვები გზაწვრილს,სულს სწყურია სივრცეებში ნავარდი დაძველი ფრთები დავწვი!