↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანტირეზიუმე

ბერაძე რამაზ

2001-08-121 წთ საკითხავი575 ნახვა

—
’`შეჩერდი წამო! შენ მშვენიერი ხარ!’’წუხელ ბუდიდან გული ამოსხლტა,გაფრინდა, სივრცე მოისაკლისა,_ არ სურს რომ იყოს, _ ვუგებ, რა მოხდა,დედამიწის ტყვე, ვიწრო საკნისა.ჩაუთელია აღმართს დაღმართი,დაღმა მივყვები უფონო ლეთას,ცოტას გამოღმა, მეტს კი გაღმა ვთვლი,წამები სისხლად გულიდან წვეთავს.გული აფრინდა წუხელ ბუდიდანდა დღეს პაემანს მინიშნავს ცაში,თუკი არყოფა ყოფას უდრიდა,რად მოვდიოდით ამქვეყნად მაშინ...მკრეხელურ ფიქრებს ჩამოვიცილებდა სილამაზეს ვუმღერებ ოდას,მშვენიერია წამი, თუნდ მცირე...ისე, რა საზღვრავს ბევრსა და ცოტას.მთვარე სივრცისგან გასხლტომას ლამობს,ღრუბელი მისდევს მკაცრი იერით.ნუ შეჩერდები, არ შედრკე წამო,შენ, მარადსვლაში ხარ მშვენიერი!

ბერაძე რამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი