↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი, რომელიც ჯერ არ შობილა

ბერაძე რამაზ

2001-08-121 წთ საკითხავი578 ნახვა

—
თეთრ ფურცელს ისევ შეუჩნდა ღამედა შავი მელნით უპირებს შთანთქმას,უპირო წამებს ულმობლად სვამენ,თან აპირებენ შეთქმულთა გათქმას.დროვამპირები... მწოვენ სიცილით,ღამე კი რჩება უგრძნობ ძმობილად;და მითანაგრძნობს ფიქრით, იცი ვინ?ლექსი, რომელიც ჯერ არ შობილა.სულს ითქვამს მთვარე დილის ნიავით,ვარსკვლავთა ფერხულს გასვლია ყავლი,ისევ საოცრად დავაგვიანე,დღის შვილი ღამის გავხდი ნადავლი.სადღაც შორს, ბნელში, ეულად ბოლავსჩანაცრებული ცეცხლი ნუგეშის,შემოაგელვებს მსახვრელი დრო რაშს,ფიქრს გააგელვებს სიჭაბუკეში.ოცნება ძლივს დგას მორღვეულ ფრთებზე,ზეცაც მიწაზე ჩამომხობილა,ხვალ სიკვდილს უნდა დავუდგე ფეხზელექსით, რომელიც ჯერ არ შობილა.

ბერაძე რამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი