↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი ქეთის

ალხაზიშვილი გივი

2009-08-121 წთ საკითხავი10682 ნახვა

—
ეს არის შენთვის ლექსი-სონატა,არ შეიძლება რომ არ მერჩიოს,გაელვებული კვალი ხსოვნათა,სამივე დროის ჩუმ არპეჯიოს.როგორც ბეღურა, ისე ჟიოდი -მობუზული და ფრთებჩამოყრილიდა თბილისი წვიმის ადაჟიოთიმოწყენილი და თითქოს მოღლილი.შენა ხარ ბავშვი, შენთვის წინ არის,რაც ჩემთვის გაქრა, მიდის, არ იცდის,დრო შფოთიანი და უწყინარი,ასე წინასწარ მე რომ განვიცდი.შენ გაფრინდები, შენი ფრენითაცშეარხევ ფოთლებს, ფესვებს კი არა,დაგცდება ბგერა, როგორც ფლეიტას -მზის წვეთი, მზეზე უფრო კრიალა.და შენ მიხვდები, შენში შემოდისდიდი მუსიკა, ტაქტი მრავალი,ამოუცნობელ გარეშემოთიდა დრო ყოველთვის გარდამავალი.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი