↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მადლი შენს გამჩენს

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5413 ნახვა

—
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!
ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი