↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხმა იდუმალი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5439 ნახვა

—
ვისი ხმა არის ეს საკვირველი?რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?რა ვსცან პირველად წუთისოფელი,დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობისსწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთაჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარადსულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:"ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,ვინძლო იპოვო შენი საშვენი!”
მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისაშეუწყალისა სინიდისისა?
მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა,მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა.ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?
ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ,სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა,როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი