პოეზია · ლირიკა
მიუწვდომელი
მთლად სამყარო რო მოგიძღვნან,გაგიშენონ ედემი,ჩემ ნატკივარ გულის გარდა,ვერსად ვერ დაეტევი.ციდან რომ რეკს, შენი ხმაა -უცხოდ ფერნაცვალები,ოკეანის ფსკერზე ღრმაა -მარტო შენი თვალები.ამერია გზა და კვალი,აბურდული ხლართებად,ვინ გაიგოს, რა ცეცხლი მწვავს,ანდა რა მემართება.ვაღამებ და ვერ ვათენებ,ვის დავრჩი და რაღა ვარ?!შუბლზე მაწერია ხვედრი -გავქრე შენს უნახავად.არ გხატავ, არც გასახელებ,სხვა წამიღებს დინება;ჩემ სიკვდილში რომ ერიე,არვის ეცოდინება.