პოეზია · ლირიკა
გულს ვიფიცებ
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ,ჩემს მღვიმეში, ვბორგავ, როგორც მწირი, -მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ,მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.
ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო,ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, -მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ,მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.
თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები,და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, -მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები,მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები.
სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო,დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, -მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ,მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.