↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს მშობლიური ქარია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
Iშავმა ნისლმა დანისლამთები დაღესტანისა,აიმართენ კოშკებიცისა და ნესტანისა.გახსოვს? ტოტი ქარისააქანებდა მთვარესა...„ნეტა ეხლა სადა ხარდა რომელსა მხარესა“.მგლოვიარე ბინდებითიბურება ყვარელი,ვაზით და სიმინდებითმიდის გზა საყვარელი,სჩანს შორეულ ჩრდილებისკიდეებზე მონთებადა ომ-გადახდილებისოხვრა მომაგონდება.შავმა ნისლმა დანისლამთები დაღესტანისა,ეცემიან კოშკებიცისა და ნესტანისა.
IIეს მშობლიური ქარია.ეს სოფელია მძინარე.არ ვიცი, რად მიხარია:ვაზი, ყანები, მდინარე.დღემ ნისლი შემოიხვია,გზაც სიარულმა დალია,ის - ძველისძველი ციხეა,იქ კიდევ წინანდალია.წინანდალს ვაზი აშვენებს,ახმეტას - ვაშლი წითელი,როგორ რთავს, როგორ აშენებსაკიდოების მკიდელი.იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,ვით ლოენგრინეს სიზმარი,ლაჟვარდით გადათოვლილიდა ვერცხლით ნათილისმარი.
IIIშუქი გაიშალა,წყალი დაიფერა,სიო დაიბერა,ჩალა გაიჩალა.სიზმარს აბარიაველი შენაფერი...ეხლა ყველაფერიოქროს ზღაპარია.არც ხმა, არც ჩურჩული,ბინა - მინაგნები,თვალებ-დალურჯულითრთიან იალქნები.ძილი მეგონება:უცებ ქაოსიდანმთვარემ ამოზიდალურჯი მოგონება.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი