↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს მძინარე მთა და ველი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96984 ნახვა

—
მწუხარებავ, როგორც გველი,ხშირად გულში გამიარ,ეს მძინარე მთა და ველიიყოს მრავალჟამიერ!შენ, მეღვინე, ღვინო გვასვი,თვალს ნუ მიეძინება,ფიქრები გვაქვს ასჯერ ასი,როგორც ღრუბლის დინება.ნუთუ არსით არის შველაუჩვევი თუ ჩვეული?გადღეგძელოთ ყველა, ყველაამ სუფრაზე წვეული.მწუხარებავ, როგორც გველი,ხშირად გულში გამიარ,ეს მძინარე მთა და ველიიყოს მრავალჟამიერ!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი