პოეზია · ლირიკა
ტელეფონით შელოცვა
"ასოცდაცხრამეტი - ორმოცდათოთხმეტი-სამოცდაშვიდი..."გახსოვდეს, პოეტო, და თუ ვაჟკაცი ხარ,იყავი მშვიდი!მოკვდი და გაცოცხლდი! იცინე! იტირე!იფიქრე! წერე!ღვინო სვი, დათვერი და დასაძინებლადმიბრძანდი მერე!ძილშიც გაიხსენე ის ლურჯი სამოთხე,სადაც ფრთებს შლიდი:"ასოცდაცხრამეტი-ორმოცდათოთხმეტი-სამოცდაშვიდი..."რეკე და იცოდე: ორკაპიკიანისაუბრის სიტკბოისეა, - საკუთარ სახლში ან მამულშიდაბრუნდი თითქო...ყოფილა ამქვეყნად ბედი, ეს ოხერი,ნატვრაზე დიდი:"ასოცდაცხრამეტი - ორმოცდათოთხმეტი-სამოცდაშვიდი..."