პოეზია · ლირიკა
არაგვი
მზე აცხუნებს. წვიმა წვიმს. ქრის ნიავი. ის კი დის...შენს ქონებას? - იმ ერთი ზვირთით გამოისყიდის...ჩამავალ მზის ნათელი შეაწითლებს ცის კიდეს.მნათობს შეცვლის მნათობი. დაღამდება. ის კი დის...წვიმა დედის ცრემლია შორს წასულის... ის კი - დის...შეცვლის გლოვას ზეიმი უნაპირო. ის კი დის...უკარება ჯებირებს მიასკდება რისკით ის.აღარც რკინა. აღარც ქვა. აღარც კაცი... ის კი დის...შეეცვლებათ მწვერვალებს კუშტი სახე ასკეტის,ჩაიშლება ფერდობი, დაცხავდება... ის კი დის...ადიდდება უეცრად - რის ნაპირი, რის ხიდი...მსხვერპლს ტირიან სოფელში კლდეზე მიხლილს... ის კი დის...თითქო მოვალეობას ასრულებდეს ის გიდის -დუმს ტყე. დუმს მთა. დუმს ჭალა. დუმს ბუერა... ის კი დის...მომღერალი უბადლო იყოს თითქო ის ჰიტის -დუმს ბერმუხა, დუმს ალვა, დუმს ირემი... ის კი დის...პაწაწინა ზვირთების ვერცხლისფერი კასკადისცქერით თვლემა მერევა. მე ვიძინებ, ის კი დის...ვინც ერთგული კაცია, ან იმ ერთგულს ვინც ყიდის -ის წავა და სხვა მოვა ამა ქვეყნად... ის კი დის...ხან ყურს ვუგდებთ მის ჩხრიალს, ხან არც ვუსმენთ მის ქვითინს...ცვლიან გაზაფხულები გაზაფხულებს... ის კი დის...