პოეზია · ლირიკა
არაადეკვატური რეაქცია
სათქმელი აღარა მაქვს, სათქმელი დამელია.ყველაზე ნამდვილი სათქმელი - დუმილია.მეც წავალ, ცხადია. ნეტავი თუ მელიან!ყველაზე დიდი მოლოდინიც- დუმილია!რაღა დროს ზარია, რაღა დროს ყურმილია -ყველაზე ბრძნული საუბარი - დუმილია!ნეტა არ შემესვა, ნეტა არ დამელია -ყველაზე ტკბილი სასმელიც - დუმილია!მთავარი განა მზე, მთავარი - ღამეა,სოკრატეს მთავარი სათქმელიც - შხამია!ის წიგნიც - ბლეფია, ეს ლექსიც - ტყუილია! -ნამდვილი სათქმელი - ჯვარცმულის დუმილია!ეს კიდევ -ვითომდა ჭკვიანი ფუტურო -ეს ისევ ხელებს შლის - რაღაცას ბჟუტურობს...შევცქერით ტორტის ვარდისფერ ტრაპეციას.ვდუმვართ. დუმილი - ღმერთების ტრაპეზია.