↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე, მაგალითად, სასაცილოს ვერაფერს ვხედავ!

ჭანტურია ტარიელ

2011-08-121 წთ საკითხავი20032 ნახვა

—
ბებიაქალი, ვისი აყვანილიც მე ვარ -ჩემი დაბადების შემსწრე ბებიაქალი -სულ ამას ირწმუნება:გაახილა თუ არა თვალი,იმ პირველი წამოტირების მაგიერერთი გულიანად გადაიკისკისაო!მთელი სოფელი იმეორებდა ამასვე,უკვირდათ,ისინიც იცინოდნენ და,რომ წამოვიზარდე,დამინახავდნენ თუ არა,იყო ერთი გადა-გადმოლაპარაკება:- ეს ის არისო!- ეს ის არ არისო?მარტო სამშობიარო სახლის გამგეს,თამარა ნაკაიძეს ეცინებოდა ამაზე -სულ გამოშტერდა ეს ჩვენი ექთანი,რის სიცილი, რა სიცილიო!ძმაკაცებსაც რამდენჯერ უთქვამთ,შენ, ბიჭო, რავა ყველაფერზე იცინიო!ვერც გაამტყუნებდი ბიჭებს -იმ ერთი, ერთადერთი ადამიანის სახელი მქონდა,გაჩენის დღეს, ტირილის ნაცვლად, სიცილი რომ დაიწყო!პირადად მე ამის არც ადრე მჯეროდა დაარც ახლა მჯერა:ამ დედამოტყნულ ქვეყანაზე გაჩნდი,მერედა, რა არის ამაში სასაცილო!მე რა, გიჟი ვიყავი? -რატომ გავიცინებდი!არა მგონია, გამეცინა!
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი