პოეზია · ლირიკა
მეორე ნახევარი
თავს რით დაიხსნი - ფიქრის მძევალი,სევდის მსახური, დარდის მხევალი...თუმც ნახევარი ვერსად იპოვე -გრძნობ, შენც ვიღაცის ხარ ნახევარი...არ გეხერხება, ზოგიერთივით,ლაქლაქი, ჭრი გაუთავებლად!ჭრა-კერვა, ცხობა იცი ღმერთივით,იცი შარვლების გაუთოება...არც იუცხოებ, არც ითაკილებშენი კაცისთვის ფეხის დაბანას...ოჯახს ააწყობ - ისე საკვირველს -მისიც და შენიც - შურდეს ტაბანათს...შენ გეყოლება ქვეყნის ქათმები,ქმარს ეყოლება ქვეყნის მწევარი...შენ რომ გეკუთვნის და გენატრება,ნეტა, ვინაა ის ნახევარი...ღომის ცეხვისთვის ღამისმთევარი -ნეტა სადაა ის ნახევარი! -წყალი მოზიდოს, შეშა დააპოს,ბოსელში ებას ხარი ყევარი!შენი, მთლად შენი,შენთვის, მთლად შენთვის -ვის მიემატა ის ნახევარი...