პოეზია · ლირიკა
შორი მოქცევა
როცა თავი გადამპარსესვერაფერი ვერ იპოვნეს იმის მსგავსიც კირასაც ეძებდნენ.მხოლოდ თაგვის რამდენიმე ულვაშის ღერიამაცალეს კეფიდან.მაგრამ უკვე გვიან იყო: ჩემი თმებიღვინის ბოთლის გატეხილ ყელთან ერთადეყარა ნაგვის ყუთში დახელებით სკამის ფეხებსვეფერებოდი.მარტომდგომი თავის სიფრიფანა ყურის ბიბილოდანჩანდა ჩემი ვარდისფერი დაროგორ შლიდა ვარდისფერ ლოგინს.ისიც ჩანდაათუხთუხებულ ჩაიდანში რომ სკდებოდნენპიტნის ყვავილები.ტელევიზორი კი მოგვითხრობდაწაქცეული მოხუცის გადატყავებული მუხლებისტკივილს.სიფრიფანა ყურის ბიბილოზემაქსოვდნენ ღილებს და ჩემი მზერის გაღმა გაჰქონდათგადაყრილი თმების კონები.
(გვიანი მთვარე ჩადიოდა ფანჯრის კუთხეში).
მარტომდგომი თავი ელოდაშორსწასული ხელების ხაზებს -დაბლა ხეებში იცინოდამაღალი კაცი.
(გვიანი მთვარე აღარ ჩანდა ფანჯრის კუთხეში).
ჩემი ვარდისფერი დამშვიდად ისხამს ხელებით ჩაისდა უკუღმა აბრუნებს სურათს,რომლის ფსკერზეცშავი სილა მიცურავს ზღვისკენ.ირიბ ნავშიმეთევზეები ფატრავენ თევზებს,მლაშე ტალღები ღეჭავენ ნაპირს დაანათებენ.გაღმა დარჩაგადაყრილი თმების კონები.