პოეზია · ლირიკა
* * * რატომღაც ყველა გადადგა განზე
დათოს ხსოვნასრატომღაც ყველა გადადგა განზე,მარტო ვარ... გულიც დარდიანია...დადიხართ ვარდით მოფენილ გზაზე,ჩემი გზა - ეკალ-ბარდიანია.როგორ ვიზამო ნუგეში ხვალე,როცა ვგრძნობ: რჭმენაც წარმავალია...აღმობრწყინდება თქვენი მზე მალე,ჩემი მზე - უკვე ჩამავალია.