პოეზია · ლირიკა
* * * მკვეთრი ჰოი, ალებით
მკვეთრი ჰოი, ალებითგააოცა ცამ ბახი.თეთრი როიალებითმოცელილა ზამბახი.როგორც იქნა გათენდა,რვაა, განა შვიდია.მოელვარე ათენთანზღვაა, პანაშვიდია.ჰოი ცხელო აზია,მომაგონე შენ დელი.შემოდგომა ნაზია ,ზმანებაა ჰენდელი.მკვეთრი ჰოი, ალებითგააოცა ცამ ბახი.თეთრი როიალებიდათოვლილან ზამბახით.