პოეზია · ლირიკა
* * * ფარული ტკივილი დიდია
ფარული ტკივილი დიდია,ღამეა. თენდება ნელა.მზიანი დღეები მიდიან,ჩემგანაც წავიდა ყველა.ჯვარივით მძიმეა იღბალიჯვარცმულმა ვიფიქრო რაზე:გზაზეა მძვინვარე გრიგალი,ძლიერი ღელვაა ზღვაზე.გამდნარი თოვლია ქედებზე(ნუგეში მინდოდა შენგან.)ძნელია ამაოდ გეძებდე,ამაოდ გნატრობდე ყველგან.ფარული ტკივილი დიდია,ღამეა. თენდება ნელა.მზიანი დღეები მიდიან,ჩემგანაც წავიდა ყველა.