პოეზია · ლირიკა
* * * ბევრი რამე უცებ გახდა გვიანი
ბევრი რამე უცებ გახდა გვიანი,აწი ჩემი გახარებაც ვინ თქვა...ერთი-ორი სტრიქონი ვთქვი ფრთიანი,თვალზე ცრემლის მომგვრელი მაქვს სიტყვა!ლექსი არის დარდი, რწმენა, ცხონება,ცეცხლს მიკიდებს, რჩება მხოლოდ ფერფლი...სუნთქვა, სისხლი, გული, გრძნობა, გონება:ლექსს შევწირე... ლექსის მქვია მსხვერპლი!