პოეზია · ლირიკა
* * * აღარ გეშვება მკაცრი ზამთარი?
აღარ გეშვება მკაცრი ზამთარი?თვეა თებერვლის, რიცხვი ათია..ცმული ჯვარზეა კაცი მართალი,დღეს კარგად ყოფნა იშვიათია!შევწუხებულვარ კიდევ სხვა რამით(თოვლი ნელნელა დნება ტოტებზე):ისე დამძიმდა გული ვარამით,კარგად ვიქნები ნუთუ ოდესმე?!* * * გულში მაინც ტკივილია რამხელაგულში მაინც ტკივილია რამხელა,ერთხელ ცემიც შეისმინე ღაღადი!მომეშველე, თორემ ბედმა გამთელა,როგორც ლეკმა დიდოელმა, ნაბადიგულმოკლულმა ნებით დავთმე შიმშერი,ბედიღბალმა მშვიდად ყოფნა მარგუნა...უკვე მართლა ვერარაფრით მიშველი,სიტყვა მაინც მომაფინე სალბუნად!