პოეზია · ლირიკა
* * * აღარ მჭრდება ახსნა, მტკიცება, ფიცი
აღარ მჭრდება ახსნა, მტკიცება, ფიცი,რატომ დამტოვე, რატომ წახვედი შორს;ჩემს მწუხარებას ვერ იზიარებ, ვიცი,გარეთ თოვლია... გულშიც უღმერთოდ თოვს!ფიქრში წასული პირქუშ მიდამოს ვუმზერ,ბედი ოხერი მსახვრალ განაჩენს წერს...დიდად არც ადრე გეხატებოდი გულზე,ახლა საერთოდ აღარ მაშველებ ხელს!