↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩემს გულში მარადჟამს ქარი ქრის

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14834 ნახვა

—
ჩემს გულში მარადჟამს ქარი ქრის,ცრემლებსაც ვერ ვმალავ ხანდახან...დავკარგე ყველაფრის ხალისი,სიკვდილსაც ვეჩვევი თანდათან!ნუგეში მჭირდება აწი რად:ცხოვრება ციხეა, კატორღა...იღბალმა უღმერთოდ გამწირა,უფალიც შემომწყრა რატომღაც!გულშია ტკივილი მზარავი:უბედურ ღამეთა მთეველი...მშველელი გამოჩნდა არავინ,არავინ არაა მრჩეველი!იქნება მაღალი ღმერთი მცდისვერაფერს ვერ ვიტყვი წინდაწინ...იმედის გარეშე (მეც ვიცი):სიცოცხლე ჯვარცმაა პირდაპირ!ჩემს გულში მარადჟამს ქარი ქრის,ცრემლებსაც ვერ ვმალავ ხანდახან...დავკარგე ყველაფრის ხალისი,სიკვდილსაც ვეჩვევი თანდათან
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი