პოეზია · ლირიკა
* * * ჩავლილ წლებს თუმცა გულწრფელად ვნანობ
ჩავლილ წლებს თუმცა გულწრფელად ვნანობ,თუმცა ვერ ვძლიე სევდა-ნაღველი;მაგრამ ვინ ფიქრობს სიკვდილის გამო,ზოგჯერ არც გვახსოვს მისი სახელი.მარად ვიცოცხლებთ! - გულში გვაქვს რწმენა,მუდამ იქნება ზეცა მზით თბილი!მხოლოდ სიკვდილის მოსვლის ჟამს გვჯერა,მართლა რომ არის ქვეყნად სიკვდილი...