პოეზია · ლირიკა
* * * ჯვარს გაცვეს გუშინწინ, გუშინაც
ჯვარს გაცვეს გუშინწინ, გუშინაც,შენ დღესაც გაცვამენ ჯვარზე...დევნიდი ბოროტ სულს, უჩინარს,არც ცრემლი შემშრალა თვალზე!გრძნობ: ტანჯვით მიდიხარ სოფლიდან,კვლავ ნისლი ჩამოწვა მთებზე...შენ შენი ვარამი გყოფნიდა,თან მუდამ ფიქრობდი სხვებზე!რატომღაც არა გაქვს შენდობა,ღრმა ტკივილს გულშივე მალავ...რას იზამ: ბედია ეტყობა,თავს ზემოთ არაა ძალა!დევნიდი ბოროტ სულს, უჩინარს,არც ცრემლი შემშრალა თვალზე...ჯვარს გაცვეს გუშინწინ, გუშინაც,შენ დღესვე გაცვამენ ჯვარზე!