პოეზია · ლირიკა
* * * გულში ფარული შიში ჩამდგარა
გულში ფარული შიში ჩამდგარა,შუაღამეა. თანაც გარეთ წვიმს.ვეღარ ვჩერდები უკვე რადგანაც,ხუთი თითივით ნაცნობ მხარეში -ნერვებმოშლილი ვეძებ სხვა მხარეს,მაგრამ მცდელობა ქრება უკვალოდ.ამგვარ ყოფაში ყოფნა მაკმარე,ჰოდა, მადლობას გეტყვი, უფალო!