პოეზია · ლირიკა
* * * მფარველი ქვეყნად არავინ მყავდა
მფარველი ქვეყნად არავინ მყავდა,კაცი ვიყავი მუდამ მართალი.იმაზე ფიქრი მიმყვება დარდად:ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი...როგორ უეცრად დაეშვა ფარდა,როგორ უეცრად დადგა ზამთარი.იმაზე ფიქრი მიმყვება დარდად:ვერაფრის შექმნა ვერ მოვასწარი.