პოეზია · ლირიკა
* * * მძაფრი ტკივილით რად დამარბიე
მძაფრი ტკივილით რად დამარბიე,რატომ ჩამიქრე წმინდა სანთელი?ჩემო კეთილო, მიქელ-გაბრიელ,უნდა გულწრფელად გითხრა სათქმელი!შენი წყალობით ბევრჯერ დავცალე:შხამით ბოლომდე სავსე ფიალა...სულის ამოთქმაც აღარ მაცალე,ვეღარ განკურნა ლექსმა იარა!ბედი ყოფილა ეკლის გვირგვინიც,ჟამი უჟამო მიჰქრის, მიღელავს...მანამ მომცელავს ცელი სიკვდილის,ვამბობ სიცოცხლის უკვდავ სიმღერას!!!