↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სურვილი გაქრა ზეცაში ქროლის

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14833 ნახვა

—
სურვილი გაქრა ზეცაში ქროლის,კაციც არავინ დარჩა გამგები...გვიან გავიგე: სასახლე ბროლისთურმე ქვიშაზე მქონდა ნაგები.ბევრჯერ მომექცა ცხოვრება მკაცრად,ვინღა მომაფენს სიტყვას სალბუნად.ბედმა ცისფერი ლაჟვარდის ნაცვლად,სისხლით მორწყული მიწა მარგუნა...
მისასვლელი ხვალ მექნება სადღა,თითქმის ყველგან მომიხურეს კარი.გარეთ ქარი რახანია ჩადგა,გულში ისევ დათარეშობს ქარი.დრო ყველაფრის მკურნალია ვითომ?!საშველს მაინც ვერაფერში ვხედავ.წამების გზა ავირჩიე თვითონ,ვიღაზე ვარ გულნატკენი ნეტავ...
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი