პოეზია · ლირიკა
* * * შენი ყოფნა - უსშველო ფიქრია
შენი ყოფნა - უსაშველო ფიქრია,გულში სევდა-ვარამია მძიმე.ამბობ: სიკვდილს არაფერი მიკლია...ახლა ტყვიას დაგამადლის ვინმე?!ლურჯი ზეცა უკვე სისხლისფერია,დღე განკითხვის მომდგარია კარზე.მოღალატის ღალატს ჯვარი სწერია,შეიძლება... ძმამ გაგაკრას ჯვარზე.* * * როდის ყოფილა შენთვისროდის ყოფილა შენთვის,ვინმეს ნუგეში ეთქვას...თუნდაც იყავი ღმერთი,ვინ გაღიარებს ღმერთად.ჯვარცმა, გოლგოთა, დენთი,ჟამი - შეცვლილი მკვეთრად...თნდაც იყავი ღმერთი,ვინ გაღიარებს ღმერთად.ტკივილს ტკივილი ერთვის,ღამე ათენებს თეთრად...თუნდაც იყავი ღმერთი,ვინ გაღიარებს ღმერთად.როდის ყოფილა შენთვის,ვინმეს ნუგეში ეთქვას...თუნდაც იყავი ღმერთი,ვინ გაღიარებს ღმერთად.