პოეზია · ლირიკა
* * * ჟამი არაერთხელ ნათქვამია
ჟამი - არაერთხელ ნათქვამია -დაუნდობელია, ცრუ არი...ყველა ჩვენთაგანი მართალია,ჩვენში არვინაა მტყუანი.თუმცა ილეწება ცხრაკლიტული,ქრება სისხლიანი წარსული:რწმენა უღვთოდაა გაყიდულიდროშაც დახრილია, ქართული...სხვისი გამტყუნება ადვილია,თავი გაიმტყუნო - ძნელია.სისხლი დასაღვრელი დაღვრილია,თვალში სინანულის ცრემლია...ჟამი - არაერთხელ ნათქვამია -დაუნდობელია, ცრუ არი...ყველა ჩვენთაგანი მართალია,ჩვენში არვინაა მტყუანი.